ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ევროპის ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
20 იანვარი 2026
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ევროპის ბიზნეს ასოციაციის (EBA) მმართველ დირექტორს, მარიამ ქუჩულორიას და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე სამინისტროს, ასოციაციასა და მის წევრ კომპანიებს შორის შესაძლო თანამშრომლობის ფორმატები.
შეხვედრის მხარეებმა აღნიშნეს სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობა და გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც გააგრძელონ თანამშრომლობა საერთო ინტერესების ფარგლებში.
ევროპული ბიზნეს ასოციაცია 2017 წელს დაარსდა და აერთიანებს 100-ზე მეტ ქართულ და ევროპულ კომპანიას. ასოციაციის მთავარი მისიაა საქართველოსა და ევროპას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მხარდაჭერა და განვითარება.